"ზუგდიდს დავპირდი, რომ ახლაიების კლანს დავასრულებდი და ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ", _ წერს ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ,,ფესბუკის" გვერდზე.
ალასანიას განცხადებით, ახალაიების კლანმა ზუგდიდში არჩევნები გააყალბა.
,,1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ზუგდიდმა მხარი დაუჭირა, თავისუფლებას, სამართლიანობას და რეალურ ცვლილებებს. დამარცხება აღიარა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ახალაიების კლანი არ ეგუება დამარცხებას და უტიფრად არ აღიარებს მარცხს. ახალაიების კლანმა ზუგდიდში უხეშად გააყალბა არჩევნები და ცდილობდა ჩვენი მომხრეების გამოწვევით ჩაეშალა საარჩევნო პროცესი. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად „ქართული ოცნების" მხრდამჭერები და აქტივისტები მაქსიმალურად განვარიდე საარჩევნო უბნებს. როლანდ ახალაიამ ამას „კარუსელებით" და გაუგონარი ფალსიფიკაციით უპასუხა", _ წერს ალასანია.
მისივე განცხადებით, ახალაიას მხარდამჭერები თავს ესხმიან ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.
,,ჩვენ მომხრეებს დღესაც ემუქრებიან და თავს ესხმიან. ამ დანაშაულის ჩამდენი და დამკვეთი ყველა პირი პასუხს აგაებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ზუგდიდში პოლიტიკური კრიმინალი აუცილებლად დასრულდება. კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საქართველოს, რომ ნაციონალური მოძრაობა უმცირესობაში იქნებოდა. ეს დაპირება შესრულებიულია. მე დავპირდი ზუგდიდს, რომ ახლაების კლანს დავასრულებდი და ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ", _აცხადებს ირაკლი ალასანია.
ალასანიას ინფორმაციით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია ,,ქართული ოცნების" სარჩელს დღეს განიხილავს.
,,ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია ჩვენს სარჩელს განიხილავს. წარდგენილი მასალა სრულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. 15.00 საათზე ვიკრიბებით საოლქო საარჩევნო კომისიასთან, რათა კიდევ ერხელ დავნახოთ ყველას, რომ ზუგდიდი ირჩევს თავისუფლებას, სამართლიანობას და ზუგდიდი უარს ეუბნება ახალაიების მოძალადე კლანს", _ წერს ,,ფესბუკის" გვერდზე ირაკლი ალასანია.