დღეს, ზუგდიდში, ირაკლი ალასანას მომხრეები მორიგ აქციას საოლქო საარჩეევნო კომისიასთან გაამართავენ. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი სულხან ღლონტი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ გაყალბებული ოლქის შედეგების აღიარება არ მოხდება.
ღლონტის თქმით, ზუგდიდის მანდატს მთელი საქართველოსთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
"ზუგდიდის მანდატს მთელი საქართველოსთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რადგან აქ ყველაზე ნათლად გამოჩნდა ქართული ოცნებისა და ხელისუფლების ნამდვილი სახე. ზუგდიდში ახალაიების კლანმა მორიგი სპეცოპერაცია ჩააატარა და ამას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. მათ უკვე მერამდენედ აჩვენეს ქართველ ხალხს საკუთარი რეალური სახე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სულხან ღლონტმა.
ღლონტის თქმით, ახალაინების კლანი საქართველოში ძალადობისა და უსამართლობის ცენტრალური სიმბოლო იყო.
"ახალი საქართველოს გააზრება როლანდ ახალაიას პარლამენტში ჯდომით რთულად წარმომიდგენია", - განაცხადა ღლონტმა და დასძინა, რომ "ზუგდიდში ირაკლი ალასანიას რეალურად მოპოვებული გამარჯვების გაფორმება, იქნება პასუხი სააკაშვილის ალოგიკურ ლოგიკაზე, თითქოს კორუმპირებული პროკურორი როლანდ ახალაია არის მომავალი და ირაკლი ალასანია წარსული".
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება ზუგდიდში არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ შედეგები გაყალბდა.