"რესპუბლიკელები" ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სიების უკეთ მონიტორნგისთვის ერთიანობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენცია გამარათა.
მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხის ირგვლივ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს, იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო.
"მინდა მივართო ოპოზიციურ პარტიებს, ამ საქმეში გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, გვქონდეს კორდინაცია, შევაჯეროთ შეხედულებები და გავცვალოთ ინფორმაცია. ამომრჩეველთა სიების დაზუსტება ერთიან, საერთო საქმედ უნდა გადავაქციოთ. ამ მიზნით, ჩვენი წევრი ცსკო-ში უკვე თანამშროლობს ამ აპარატის სხვა ოპოზიცურ წევრებთან. ის პარტიებიც, რომლებიც ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ არიან წარმოდგენილნი შესაძლოა ჩაერთონ ამ საქმეში - ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას ერთიანობისკენ, - განცხადა დავით უსუფაშვილმა.