"თუკი შედეგებთან დაკავშირებით რაიმე დავაა, უთანხმოების გამოხატვისთვის კანონიერი გზები არსებობს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსიმ ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი განცხადებით, ცესკომ თავისი საქმე მშვიდ გარემოში ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
"ცესკომ თავისი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ამის გაკეთების საშუალება ყველამ უნდა მისცეს. თუკი შედეგებთან დაკავშირებით რაიმე დავა და უთანხმოებაა, ამ უთანხმოების გამოხატვისთვის კანონიერი გზები არსებობს. თუმცა სანამ უთანხმოებას გამოხატავდე, საჭიროა შედეგი ცნობილი იყოს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ წლების განმავლობაში დემოკრატიული პროცესების გამტარებლის ქვეყნის იმიჯი შეიქმნა და მნიშვნელოვანია ეს გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია სიმშვიდე, რომელიც ხმის მიცემის დროს დაფიქსირდა, შენარჩუნდეს ხმების დათვლის ბოლო ფაზაზედაც", _ განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.