"საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ბადებს გარკვეულ იმედს იმისა, რომ შესაძლებელია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები მომავალში დათბეს", - განცხადება ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წევრმა, რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.
"ამ არჩევნების შემდეგ ჩნდება გარკვეული იმედი იმისა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ 2013 წელს შეიძლება დაიწყოს ახალი დათბობა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში", _ განაცხადა პუშკოვმა.
მისი თქმით, ასეთი დათბობა შესაძლებელია მოსალოდნელი იყოს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, სატრანსპორტო კონტაქტების საკითხში და ასევე ჰუმანიტარულ სფეროში.
"ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ სფეროს, რადიკალური ცვლილებების მოლოდინი აქ ძალიან რთულია, პირველ ყოვლისა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გამო, მაგრამ რუსეთში მიესალმებიან თუნდაც უმნიშვნელო ნაბიჯებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართულებით გადაიდგმება", _ აცხადებს რუსი პარლამენტარი.
პუშკოვი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ რუსული მხარე იყო აბსოლუტურად მართალი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიაობის შეფასებაში.
"მან სერიოზულად დაკარგა ამომრჩევლების ნდობა და ეს პირველ რიგში დაკავშირებულია არადემოკრატიულ მეთოდებთან და მის კონტაქტებთან ოპოზიასთან, ხოლო საქართველოს ციხეებში წამებებმა სააკაშვილის იმიჯს საბოლოო დარტყმა მიაყენა", _ განაცხადა პუშკოვმა.