ნაკლებსავარაუდოა, რომ ქართველი და რუსი ხალხი უახლოეს მომავალში ყველა უთანხმოების დარეგულირებას ელოდოს, პოლიტიკურ სიბრტყეში სიტუაცია არ შეიცვლება - მიიჩნევენ რუსი ექსპერტები.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიგ ექსპერტთა აზრით, ვლადიმერ პუტინის მიხეილ სააშვილისადმი პირადი მიუღებლობის ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ შესაძლოა იმედი ვიქონიოთ სავაჭრო-ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა, თუმცა, მთავარი მაინც არის ის, რომ პოლიტიკურ სიბრტყეში სიტუაცია არ შეიცვლება.
"იმიტომ რომ არც ერთი ქართველი ლიდერი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს უარი თქვას პრეტენზიებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. მისთვის ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება", _ აცხადებს " Forbes" თან საუბრისას რუსეთის პოლიტიკური კონიუქტურის ცენტრის ხელმძღვანელი სერგეი მიხეევი.
ამას გარდა, რუსეთის წინა მოწვევის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სემიონ ბაღდასაროვმა გამოთქვა აზრი, რომ "თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით კომპრომისი მიღწეული არ იქნება, მაშინ ბატონ ივანიშვილს გარემოცვის გავლენის გამო ძალიან გაუჭირდება რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება".
ამავე აზრზეა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვი: საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება პოლიტიკურ გვამად გახდომის ტოლფასია", _ აცხადებს ოზეროვი.