,,ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ცესკოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
,,ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც ეხება ცესკოში მიმდინარე პროცესებს. თქვენ იცით, რომ არის ძალიან ბევრი დარღვევები, რომელთან დაკავშირებით საჭიროა, როგორც სამართლებრივი ასევე იურიდიული რეაგირებაა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მოღვაწეობა ჩვენ, როგორც ახალმა ხელისუფლებამ", _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილი ,,ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდა.