ამერიკელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი თემურ ბასილია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოური მედიის საშუალებით რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ბასილიას აყვანა დღეს, ვაშინგტონში მოხდა.
მისი დაკავების მიზეზის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ბასილია ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა. 2008 წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას რამდენიმე ბრალდების გამო (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება და თაღლითობა) თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა იმის გამო, ის ამ პერიოდისთვის ვაშინგტონში ცხოვრობდა, დღემდე თავისუფალი იყო. ამიტომაც, ბასილიაზე ინტერპოლის მიერ ძებნა იყო გამოცხადებული.