ვინმე თუ აპირებს ამ გამარჯვების მერე ექსპერიმენტები ატაროს და კონსტიტუციურ წყობილებას დაემუქროს, ეს ძალიან სახიფათო თამაშია, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ახლა უკვე არის ოპოზიცია, და ადამიანები რომლებიც ხშირად საუბრობდნენ დემოკრატიის ნაკლებობაზე, პროცედურის პატივისცემის ნაკლებობაზე, ახლა თითქოს რევოლუცია ხდება, ან კიდევ უარესი - გადატრიალება და არა დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება.
მისი თქმით, რევოლუცია მოხდა 2003 წელს, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მიეღო ქართველი ხალხის ნება.
"მაშინ ქართველმა ხალხმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ ხელისუფლებაში შეიძლება იყოს ის ძალა, რომელსაც აქვს დემოკრატიული პროპცედურებით მიღებული უმრავლესობა. ასეთი ახლა არის ქართული ოცნება. ამიტომ კერთილი უნდა ინებონ და ეს პასუხისმგებლობა აიღონ და არ შეუქმნან ქვეყანას პრობლემა. ვინმე თუ აპირებს ამ გამარჯვების მერე, ექსპერიმენტები ატაროს და კონსტიტუციურ წყობილებას დაემუქროს ეს ძალიან სახიფათო თამაშია", - განაცხადა ბოკერიამ.