ეფ-ეს-ბე: დაღესტანში მოკლულ ალა-ქაიდას ტერორისტს საქართველო მფარველობდა. ამის შესახებ დაღესტანში ეფ-ეს-ბე -ს ლიდერი, ვიაჩესლავ შანინი "რია ნოვოსტისთან" საუბრობს. მისი თქმით, ეგვიპტელი ტერორისტი ე.წ. "ისლამის მახვილი" სწორედ თბილისის დავალებებს ასრულებდა. საუბარია სხვადასხვა დივერსიულ საქმიანობებზე ჩრდილოეთ კავკასიაში - თავდასხმები რკინიგზის ხაზებზე, ჭაბურღილებზე და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე.
შანინის განცხადებით, რამდენიმეთვიანი ძებნის შედეგად ეფ-ეს-ბე -მ ტერორისტი, მაჰმუდ მუჰამედ შაბაანი იპოვა და გაანადგურა.