,,მიხეილ სააკაშვილი ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ,,ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მისცეს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ.
"მიხეილ სააკაშვილი ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ,,ქართულ ოცნებას" არ მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტის 2/3, რადგან სააკაშვილს იმპიჩმენტის საფრთხე ემუქრება, რაც აბსოლუტურად რეალურია იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით მოვა. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ,,ქართულ ოცნებას" ფორმალური გამარჯვება გაუფორმოს, ხოლო მეორეს მხრივ, დაიტოვოს იმის გარანტია, რომ დააკომპლექტოს და მართოს აღმასრულებელი ხელისუფლება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლაგაზიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამომრჩეველი თავისი ხმის დასაცავად იბრძოლებს.
"არავინ არაფერს არ დათმობს ახლა არ არის ისეთი სიტუაცია, როცა ,,ნაციონალებს" შეეძლოთ გარკვეულ საკითხებზე ვაჭრობა. Aამ შემთხვევაში თავად ,,ქართული ოცნებაც" არ წყვეტს არაფერს ახლა საუბარია, იმ ხმების დაცვაზე რომელიც ამომრჩეველმა ამა, თუ იმ პარტიას მისცა", _ განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
Mმისივე განცხადებით, პროცესების ესკალაცია მოსალოდნელი არ არის.
"პროცესების ესკალაციას გამოვრიცხავ, მაგრამ გარკვეული დაძაბულობა ალბათ, იქნება. უბრალოდ, ერთი მაკვირვებს, იმ ფონზე, როცა "ნაციონალური მოძრაობა", როგორც სახელისუფლებო ძალა, დამთავრდა რა მოტივაცია ამოძრავებთ იმ ხალხს ვინც კიდევ არჩევნების გაყალბებაში კიდევ მონაწილეობს. ამ რვა წლის განმავლობაში როგორ არიან მონუსხულები, რომ თვითგადარჩენის ისტიქტი მაინც არ ამოძრავებთ", _განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.