აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ე. წ. ინაუგურაციის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდება.
"რუსეთის პრეზიდეტი დიმიტრი მედვედევი თებერვალში შეხვედრებს გამართავს. შესაძლოა, იგი აფხაზეთის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდეს", _ ეს განცხადება დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი პრიზოდკომ გააკეთა.
"ვმუშაობთ იმაზე, რომ აფხაზეთის პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 12 თებერვალს გაიმართება, პირველი სახელმწიფო ვიზიტი რუსეთში განახორციელოს", _ განაცხადა პრიხოდკომ.