ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმონოშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ დიდი იმედით უყურებს ხვალინდელ დღეს და განწყობაც შესაბამისი აქვს.
"უბრალოდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების დღე დადგა და ყველაფერი კარგად იქნება. აქ იმიტომ ვდგავარ, ხალხის გვერდით, რომ ძალიან მაინტერესებს მთელ საქართველოსთან ერთად შედეგების გაგება. ანუ შემდეგ ინფორმაციას რაც უფრო სწრაფად მივიღებთ, მით უკეთესია", - განაცხადა მან.