სეპარატისტულ აფხაზეთში მყოფი ეუთოს ეროვნული უმცირეობების საკითხებში უმაღლდესი კომისარი კნუტ ვოლებეკი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფს შეხვდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფშმა ვოლებეკთან შეხვედრისას აღნიშმა, რომ აფხაზეთი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ეროვნულ უმცირესობებთან დამოკიდებულება არის ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების მაჩვენებელი.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ვოლებეკთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთი არ აპირებს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართებაში შემუშავებული ახალი დოკუმენტის ე.წ. სტრატეგიის განხილვას.
ამის გარდა, ბაღაფშმა შეხვედრაზე კომენტარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გააკეთა.
"იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს ურთიერთდათმობებია საჭირო. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით გაფორმდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება, მაგრამ ეს საკითხი ვერა და ვერ წყდება. მეტიც, ჩვენ ახალ დოკუმენტს გვთავაზობენ. ჩვენ კი მის განხილვასაც კი არ ვაპირებთ", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მასალის გამოყენების პირობები