თბილისში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჟანი ბუკიკიო მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კანონთან ერთად პოლიტიკური ნებაც არის საჭირო.
"სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კანონთან ერთად პოლიტიკური ნებაც არის საჭირო", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ უფრო უნდა გაიზარდოს, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს უფრო ძლიერი, სასამართლო უნდა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ხოლო რაც შეეხება საკონსტიტუიციო ცვლილებებს ისინი ყველა პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს მისაღები.