აქცია "პოლიეთილენის პაკეტი - ბუნების მტერია" კახეთში გაგრძელდება. როგორც "ჯი- ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს აქციაში გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძეც მიიღებს მონაწილეობას.
აქციის ფარგლებში საგარეჯოს რაიონის დასუფთავება იგეგმება. სავარაუდოდ, კახეთის რეგიონში მინისტრთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ჩავლენ.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული აქცია შარშან დაიწყო და მინისტრი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად უკვე იმყოფებოდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში.