თუკი ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდება, საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს და სავარაუდოდ რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს, - აცხადებს ამრიკელი ექსპერტი იანუშ ბუგასკისი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ერთგვარი ლაკმუსის ტესტი იქნება.
"ახლა გამოჩნდება, თუ როგორ პროგრესს მიაღწია ქვეყანამ დემოკრატიული ევოლუციის გზაზე. საქართველოს ჩვენ ვუყურებთ, როგორც რეგიონის წამყვან ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე. როდესაც ტესტზე ვსაუბრობ, პირველ რიგში ვგულისხმობ შემდეგ კრიტერიუმებს: რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება არჩევნები; როგორ მიიღებს ქართული საზოგადოება შედეგებს; თუკი იქნება პროტესტი - რამდენად ცივილურად გაართმევს მას თავს ხელისუფლება; როგორ შეფასდება არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ასე შემდეგ. თუკი ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდება, საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს და სავარაუდოდ რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს. პროცესებს ძალიან მჭიდროდ ვადევნებთ თვალყურს. უნდა გავითვსლისწინოთ, რომ არჩევნების მშვიდობიან და ყოველგვარი ძალადობის გარეშე ჩატარებაში პასუხისმგებლობა არამარტო მთავრობას, არამედ ოპოზიციასაც ეკისრება", - აცხადებს ექსპერტი იანუშ ბუგასკისი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.