რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მოგელი ტოლიაშვილი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
მოგელი ტოლიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.