9 ოქტომბერს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის კომის რესპუბლიკაში მდებარე ქალაქ უხტაზე მიიტანეს იერიში. მონიტორინგის არხების ცნობით, სამიზნე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, ასევე გაისმა აფეთქებები ხმა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში კვამლი ჩანს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონების საფრთხის შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა და განაცხადა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
უხტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილის“ სტრუქტურაში შედის და ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთსა და ვაკუუმურ გაზოილს აწარმოებს. The Moscow Times-ის მონაცემებით, 2025 წელს საწარმომ დაახლოებით 3 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა.
ამ დროისთვის უცნობია, რა მასშტაბის დაზიანება მიიღო ქარხანამ თავდასხმის შედეგად. დარტყმის სამიზნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.