კვლევის თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 66 პროცენტს აღწევს. გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევას დადებითად აფასებენ უზენაეს სასამართლოში და ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით მოსახლეობის ნდობა სასამართლოს მიმართ გაზრდილია. თუ 2008 წელს მოსახლეობის ნდობა მართლმსაჯულების მიმართ 57 პროცენტი იყო, 2009 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 66 პროცენტია. ნდობის მხრივ ყველაზე მაღალი რეიტინგი გორისა და ზუგდიდის რეგიონებში დაფიქსირდა.
თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის რაოდენობრივი გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა, სულ გამოკითხული იყო 2 800 რესპონდენტი, რომლებიც „შემთხვევითი შერჩევის" მეთოდით გამოიკითხნენ.
გამოკითხული რესპონდენტების 36,5 პროცენტი თვლის, რომ ყველაზე სამართლიანია უზენაესი სასამართლო, ხოლო 27 პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლოს სამივე დონე თანაბრად სამართლიანია.
კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს სთხოვეს, შეეფასებინათ ქართული სასამართლო სისტემა შემდეგი პარამეტრების მიხედვით: `კვალიფიციურობა~, `არაკორუმპირებულობა~, `დამოუკიდებლობა~ და `ქმედითობა~.
შეფასების სკალაში ყველაზე მაღალი ქულა მიიღო მოსამართლეთა კვალიფიციურობამ, ცოტა ნაკლები არაკორუმპირებულობამ, ქმედითობამ და დამოუკიდებლობამ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, `ასეთი შედეგები მოსალოდნელიც იყო. რადგან სასამართლო ხელისუფლებამ ბევრი სამუშაო ჩაატარა რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად და 66 პროცენტიც სწორედ ამ მუშაობის შედეგია.~
`ასევე ძალიან ბუნებრივია, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი თვლის, რომ სასამართლო კვალიფიციურია, ამას უკვე მოწინააღმდეგე მხარეებიც კი აღიარებენ. კარგი მაჩვენებელი გვაქვს ქმედითობის და არაკორუმპირებულობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება დამოუკიდებლობიხ ხარისხს-_ კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა მიმართულებებით სიტუაციის გაუმჯობესება საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს მოგვცემს. აქვე ვიტყვი, რომ სრული ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ არც ჩვენთვის მისაბაძ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს. თუმცა, ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვეცდებით ყველა შესაძლო რესურსის ამოქმედებას, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის ნდობას მართლმსაჯულების მიმართ~_ ასეთი შეფასება გააკეთა კონსტანტინე კუბლაშვილმა გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის მიმოხილვისას.
მასალის გამოყენების პირობები