ცხინვალის კრიმინალურმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე მალხაზ ახვლედიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მას ბრალად ე. წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა დასდო. ინფორმაცია ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
ოსური მხარის ინფორმაციით, მალხაზ ახვლედიანი 31 იანვარს ცხინვალთან ახლოს დააკავეს.
"მას ბრალად წაყენებული აქვს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. ამჟამად კი საგამოძიებო ორგანოები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ", _ იუწყებიან სეპარატისტები.