ჩვენ გაკვირვებული ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, სადაც მათ გამოხატეს უკმაყოფილება, იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალების გასაჯაროების უფლება არ მიუციათ.
ამასთან, ბურჯალიანმა საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმენიას და ყველა უწყებას საფრანგეთის მხრიდან რომელთანაც ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობდა მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ გაკვირვებული ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით. საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და, საერთოდ დიპლომატური სტრუქტურები საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცველებს შორის ამ თანამშრომლობაში ჩართული არც ერთ ეტაპზე არ ყოფილან. თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება განხორციელდა ევროპილი კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს სისხლის სამართლის საქმებში ურთეირთდახმარებას", - განაცხადა ბურჯალიამა.
"იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებსა და ასევე საქმე ეხებოდა საჯარო პირების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს არც ერთ ეტაპზე არ აუღია ვალდებულება საფრანგეთის შესაბამისი სტრუქტურების წინაშე ინფორმაციის კონფედენციალურობასთან დაკავშირებით. არც საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას და არც საფრანგეთის მოსამართლეს არც ეტაპზე არ მოუთხოვია ქართულ მხარეს კონფიდენციალურობა დაეცვა", - განაცხადა ბურჯალიანმა.