საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით იტალიასა და პორტუგალიას ეწვევა. იგი 8 თებერვალს ჯერ იტალიაში, ხოლო შემდეგ პორტუგალიაში ჩავა.
წინასწარი ინფორმაციით, მინისტრი აპირებს შეხვდეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკო ფრატინის, პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, ჯანფრანკო ფინის და სხვა იტალიელ მაღალჩინოსნებს.
იტალიაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პორტუგალიაში გაემგზავრება.