ანტიკრიზისულმა საბჭომ დღეს გამართულ ბრიფინგზე საინფორმაციო №3 ბიულეტენის მესამე ნომრის პრეზენტაცია გამართა. ბიულეტენში ანტიკრიზისული საბჭოს მიერ 2009 წლის 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე გაწეული საქმიანობაა ასახული.
ანტიკრიზისული საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, აკაკი ფანჩულიძის განცხადებით, საბჭომ საანგარიშო პერიოდში 22 საკითხი განიხილა. მისი თქმით, სხდომებს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ და მათთან ერთად ხდებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
საინფორმაციო ბიულეტენში ასახულია საქართველოსთვის ბრიუსელის კონფერენციის ფარგლებში დონორი ქვეყნების მიერ დახმარების მიზანმიმართული ხარჯვის მონიტორინგის მასალა.