ომუნიკაციების ეროვნული კომისია, მობილური ოპერატორების მსგავსად, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" დასკვნას არ ეთანხმება. კომისიის პრესმიდივნის ხატია ყურაშვილის განმარტებით, კომისია საცალო ბაზარზე ფასების დარეგულირებაში არ ერევა.
"კომისია საცალო ბაზარზე ფასების დარეგულირებაში არ ერევა და თუ რა ფასი იქნება - ეს თავად მობილური ოპერატორების გადასაწყვეტია. რაც მეტი იქნება კონკურენცია ბაზრის მოთამაშეებს შორის, ბუნებრივია, ფასი მით უფრო დაიწევს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხოლოდ ურთიერთჩართვის ტარიფს ადგენს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ურთიერთჩართვის ტარიფმა უკვე ორჯერ დაიწია. თავიდან ორ ოპერატორს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი 22,8 თეთრი იყო, რომელიც ჯერ 19,8 თეთრამდე შემდგომ კი 14,8 თეთრამდე შემცირდა. დღეისათვის კომისია ბაზრის კვლევა-მონიტორინგს ახორციელებს, რომლის პასუხიც ზაფხულის დასაწყისამდე იქნება მზად და სავარაუდოდ ტარიფი ისევ დაიწევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთჩარტვის ტარიფის დაწევა მყისიერად აისახოს საცალო ბაზარზედაც", - განმარტავენ კომისიაში.
შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" კავშიირგაბმულობის ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კავშირგაბმულობის ბაზარზე საკმაოდ მარალი ფასები დაფიქსირდა.
ასოცოაცია კვლევისას, სხვა მონაცემებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების Iნფორმა თელეცომს & Mედია-სა და ჭორლდ Dეველოპმენტ Iნდიცატორს დატაბასე-ის (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) მონაცემებსაც დაეყრდნო. მათი კვლევის თანახმად, საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილს იკავებს. საქართველო სიძვირით "სჯობნის~ ისეთ განვითარებულ და სოციალურად ინფრასტრუქტურირებულ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და სხვა.
საქართველოზე ბევრად იაფია მობილურით სარგებლობა რუსეთში, კერძოდ, სტანდარტულ პაკეტზე (საშუალოდ თვეში განხორციელებული 25 ზარისა და 30 შMშ-ის ღირებულება) მობილურით სარგებლობის დანახარჯი თითქმის 7-ჯერ იაფია. საქართველოზე გაცილებით იაფია ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნის დონეზე მდგომ და კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებშიც.
ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღებულ იქნა ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის გარკვეული პაკეტი (წელიწადში 1680 გამავალი ზარი, ანუ 2952 წუთი, 600 შMშ და 12 MMშ, სხვადასხვა აქციის დროს არსებული ფასდაკლებების გარეშე. 600 შMშ-დან 65% ხორციელდება ოპერატორის შიდა ქსელში, ხოლო 35% სხვა ოპერატორებზე. 1680 გამავალი ზარი პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება: 13% - ლოკალური (ერთი ზარი საშუალოდ 1,7 წთ.), ანუ ფიქსირებულ ტელეფონებზე დარეკვა, 7% - საზღვარგარეთ განხორციელებული ზარები (საშ. 1,7 წთ.), 47% - იმავე ოპერატორთან დაკავშირება, სადაც ჩართულია (საშ. 1,9 წთ.), 26% - სხვა მობილურ ოპერატორებთან დაკავშირება (საშ. 1,8 წთ.). და 7% - ვიდეოზარი (საშ. 0,8 წთ) და მისი ღირებულება იქნა დათვლილი. აღმოჩნდა, რომ ასეთი პაკეტით საქართველოში სარგებლობა წელიწადში საშუალოდ 621 დოლარი ჯდება, რაც გამოკვლეულ ქვეყნებში ამ პაკეტის საშუალო ღირებულებაზე 132 დოლარით ძვირია.