ახალი მემარჯვენეები ნოღაიდელის პარტიას "ახლების" თანაგუნდელის "მოსყიდვასა" და "გადაბირებაში" ადანაშაულებენ.
"ვწუხვართ, რომ ნოღაიდელი პოლიტიკაში დამკვიდრებას ადამიანების მოსყიდვით და გადაბირებით ცდილობს. სამწუხაროა, რომ კობა მოდებაძისთვის პოლიტიკურ კურსზე და ქვეყნის ერთგულებაზე უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ნოღაიდელის კორუფციული ფული", - ნათქვამია "ახალი მემარჯვენეების" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ახლების" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კობა მოდებაძემ "მემარჯვენეების" რიგები დატოვა და ნოღაიდელის მოძრაობაში გადაინაცვლა.