"ხელისუფლების კომპრომატები არადამაჯერებელია", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდემასალების კომენტირებისას.
"ხელისუფლები მიერ გამოქვეყნებული კომპრომატები ნაკლებად დამაჯერებელია. ამბობენ, რომ ოპოზიციას დესტაბილიზაცია უნდა. რატომ უნდა უნდოდეს? ხელისუფლება იტყვის, რომ მხარდამჭერების სიმცირეს განიცდის და დესტაბილიზაციის გზით უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. იმ კადრების მერე, რაც ვნახეთ და საზოგადოების განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო დაბალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ოპოზიციას", - განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაცია ხელისუფლებას უფრო აძლევს ხელს, ვიდრე ოპოზიციას.
"ძალადობა, ძალისმიერი მეთოდები და დესტაბილიზაცია ხელისუფლების სცენარში უფრო ტიპურია და ხელისუფლებას უფრო აძლევს ხელს", - განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალის მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას.