,,სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებია დარჩენილი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლის აქტიურობის შემცირებას ცდილობს.
„სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებია დარჩენილი, ის ყველაფერზე მიდის, რომ თავისი უგუნური და არაადეკვატური ქმედებებით ამომრჩევლის აქტიურობა შეასუსტოს. ამიტომ ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლებს. ასეთი შემთხვევებისთვის, ცემას, დაშინებას, შანტაჟს იყენებს. მას გონია, რომ ამით საზოგადოების განწყობას შეასუსტებს, მაგრამ პირიქით გააძლიერებს მას", _ განაცხადა ბესელიამ.