"არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა ჩემზე. ვიცი, რომ ის სამართალდამცავები რომლებიც იქ იყვნენ პირიქით იყვნენ ვიღაცის მიერ დაშინებულები და იყვნენ ზეწოლის ქვეშ", - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სტუდენტური საპორტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორი სანდრო ცაგარელი.
სანდრო ცაგარელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა - 400 ლარი დააკისრა და გაათავისუფლა.
"დამაკავეს ჭავჭავაძეზე, როდესაც ტაქსს ვაჩერებდი. როდესაც ვიკითხე თუ რის საფუძველზე მაკავებდნენ პასუხეს, რომ მე დაკავებული კი არ ვიყავი, უბრალოდ შერებული და უნდოდათ გასაუბრება.
შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და 40 წუთის განმავლობაში მატარებდნენ ქალაქში, მათ არ იცოდნენ რა უნდოდათ. შემდეგ გავჩერდით სანაპიროზე სასწრაფოებთან, სადაც მოვიდა პატრულის მანქანა და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გადავეყვანე სამმართველოში. ბრალიც არ მქონდა წაყენებული, პირდაპირ მითხრეს, რომ შეურაცხყოფის მუხლით ვიყავი დაკავებული - თითქოს და ვიგინებოდი ქუჩაში და წესრიგს ვარღვევდი",_ აცხადებს ცაგარელი და აღნიშნავს, რომ დღეს დილით გამართულ სასამართლოზე მოსამართლემ ბრალდებული მხარის არც ერთ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
"არც მოწმეებზე და არც იმაზე, რომ ჭავჭავაძეზე დამონტაჟებული გარე კამერა გვენახა, სადაც ჩანს, რომ წინააღმდეგობას არავის ვუწევ. საბოლოდ დამაკისრეს 400 ლარიანი ჯარიმა და დარწმუნებულია ალბათ ყველა, რომ ეს არის უსაფუძვლო ბრალდება.
უბრალოდ მათ უნდათ ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და სრუდენტებზე, არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა ჩემზე. ვიცი, რომ ის სამართალდამცავები რომლებიც იქ იყვნენ პირიქით იყვნენ ვიღაცის მიერ დაშინებულები და იყვნენ ზეწოლის ქვეშ",_ ახადებს ცაგარელი.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესს არ დაასწრეს ჟურნალისტები და დაკავებულის ნათესავები.
სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918″-ის წევრი და სანდრო ცაგარელი პოლიციამ გუშინ 24 სექტემბერს დააკავა. მისი დაკვება მოხდა მაშინ როდესაც ის თსუ-სთან გამართული აქცია-კონცერტიდან მოდიოდა და ტაქსის გაჩერებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სანდრო ცაგარელმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორი თვითმხილველი კი ამბობს, რომ პოლიციამ ის უმიზეზოდ ჩასვა მანქანაში.