,,ინგა გრიგოლია ,,ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობიდან წასვლას არ აპირებს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.
"ინგა გრიგოლიასთან კომუნიკაცია გვქონდა და იგი პარტიიდან წასვლას არ აპირებს", - განაცხადა ვეფხვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გრიგოლიას გადაწყვეტილება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგია.
"ინგა გრიგოლია გლდანის ციხეში განვითარებული პროცესების შემდეგ ხელისუფლების არაადეკვატურ მოქმედებს აკვირდება. მას მიაჩნია, რომ შესაძლოა გლდანში არჩევნები ობიექტურად ვერ ჩატარდეს, ამიტომ მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და მოხსნა კანდიდატურა", _ განაცხადა ანაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიამ გლდანში თავისი კანდიდატურა მოხსნა.