,,დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირებისგან არ უნდა დაკომპლექტდეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისიის შექმნის კომენტირებისას.
,,ამგვარი კომისიის შექმნის ინიციატივა არასამთავრობო სექტორის მხრიდან წამოვიდა. თუმცა ის ვერსია, რაც კომისიასთან დაკავშირებით მოვისმინე, რომ კომისიაში უნდა შევიდეს პროკურორი, სამინისტროს წარმომადგენლები მიუღებელია, რადგან საზოგადოებრივი კომისია იმასთვის არსებობს, რომ მასში უნდა შედიოდნენ ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები არ არიან", _ განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირებისგან დაკომპლექტდება მას ნდობა ექნება.
,,არანაირი ნდობა კომისიის მიმართ არ იქნება, თუ კომისია სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე წარმოამდგენლებისგნ დაკომპლექტდება", _ განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შეისწავლის.
,,ჩვენ რამდენიმე დღე ვმუშაობდით იდეაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიძიებს ყველა ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანების უფლებები დარღვევის კუთხით", _ განაცხადა ტუღუშმა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი პრივილეგიებით ისარგებლებს.