.,,ქდმ"ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ფსიქოლოგიური ზეწოლით ხსნის. როგორც ჟურნალისტებთან ვეფხვაძემ განაცხადა ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილება დეზინფორმაციის შედეგია.
"ინგა გრიგოლიაზე განხორციელდა გამიზნული და წინასწარ დაგეგმილი ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისი გადაწყვეტილება იყო მისთვის მიტანილი დეზინფორმაციის შედეგი. ინგა ჩემი მეგობარია და დარწმუნებული ვარ, რომ როცა ცესკო-ს მიერ მიღებულ დოკუმენტაციას წაიკითხავს და დარწმუნდება, რომ ის კი არ ლახავს ვინმეს უფლებებს, არამედ ყველა მედიასაშუალებას აძლევს უფლებას შევიდეს უბანზე და საარჩევნო პროცესი გადაიღოს, რათა გამოირიცხოს ფალსიფიკაცია", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ გრიგოლია "ფესიბუქის" გვერდზე წერ .
"ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, "ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს ინგა გრიგოლია.