"თუ არ იცოდი ციხეში რა ხდებოდა ბარაქალა შენს პრეზიდენტობას! თუ იცოდი და არაფერი გააკეთე ბარაქალა შენს ადამიანობას!", - ამ სიტყვებით მიმართვას მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ციხეებში ადამიანების წამების ფაქტებს ეხმიიანება.
ინტერნეტში გავრცელებულ ამ ფრაზას სოცილური ქსელების ასობით მომხმარებელი ათავსებს საკუთარ კედელზე, რითიც იზიარებენ გამოჩენილი მწერლის ამ მოსაზრებას და სოლიდარობას უცხადებენ მას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სასჯეაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტებს სისტემის მარცხი უწოდა და აღნიშნა, რომ "მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მართლაც სულით ხორცამდე შოკირებული".
მოგვიანებით გაკეთდა განცხადებები, რომ ასეთი დანაშაულებები განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება და საქართველოს ხელისუფლებამ მას 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად უპასუხა.