ჩვენ გვაქვს ბერკეტი მართლა რომ გავუკეთოთ იმათ ცოცხები, მაგრამ არტიც და მუსიკაც ამის საშუალებას იძლევა და აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა ერეკლე დეისაძემ განუცხადა, რომელიც მონაწილეობს კლიპში "
ეს სისტემა უნდა დაინგრეს ".
მისივე თქმით, როდესაც ინტერნეტში ციხის კადრები გავრცელდა ამ კლიპის გადაღება იყო მუსიკოსების რეაგირება მომხდარზე.
"როცა ეს კადრები გავრცელდა ინტერნეტით, ჩვენ, მუსიკოსები, დავუკავშირდით ერთმანეთს და გადავწყვიტეთ რომ ჩვენი მხრიდნ აუცილებელი იყო რეაგირება და საბოლოოდ მივიღეთ ის სიმღერა, რომელიც საზოგადოებამ ნახა და შეიყვარა. კლიპს 2-3 დღეში 70 ათასი მნახველი ჰყავდა . ეს ყველაფერი, რეალურად საზოგადოების დაკვეთა იყო. მუსიკოსებისა და საზოგადოების გრძნობები ერთმანეთს დაემთხვა. ანუ, ჩვენი განცდები აღმოჩნდა ძალიან ადეკვატური. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია. უბრალოდ, ჩვენ ვართ გაბრაზებული ტპიები, რომლებმაც ჩვენი იმ მომენტის განწყობა სიმღერაში გადმოვიტანეთ და ასეთი განწყობა გვაქვს დღესაც", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ერეკლე დეისაძემ, რომელიც თსუ-ის პირველ კორპუსთან მიმდინარე სტუდენტთა საპროტესტო აქციაზე იმყოფება.