ექსპერტი გია ნოდია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანია კომპრომატების ომად გადაიქცა. ამასთან, ექსპერტი "კომპრომატების ომის" გაგრძელებას არ გამორიცხავს.
"წინასაარჩევნო კამპანია გადაგვარდა კომპრომატენის ომად. ორგანიზაცია საზოგადოების გამძაფრდა ხოლო აგრესია გაიზარდა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მშვიდობიანად მივალთ არჩევნებამდე, რამდენად მშვიდობიანად ჩავატარებთ არჩევნებს, რამდენად აღიარებს დამარცხებას დამარცხებული - ვინც არ უნდა იყოს ის და როგორი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდი და რამდენად სტაბილურად იმუშავებს პარლამენტი", _ აცხადებს ნოდია სააგენტოსთან საუბარში.