ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ დროის და ტექნიკის საკითხია, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 189-ე საჯარო სკოლაში მოსაწვლეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის აგრესიაზე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ, ამჯერად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ისაუბრა.
"რუსეთში იციან, რომ არაფერი მოგებული დღეს მათ არ აქვთ. მათ იციან, რომ როგორც კი ჩვენ ჩვენს ყველა გეგმას: ბათუმთან, ფოთთან, თბილისთან... დაკავშირებით ბოლომდე მივიყვანთ, დანარჩენ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება, მხოლოდ დროის და ტექნიკის საკითხი იქნება", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მისი შეფასებით, "ყოველი მშვიდობიანი დღით საქართველო იგებს".
"ძალიან კარგად იცის ჩვენმა დამპყრობელმა, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ შეინარჩუნებს, თუ საქართველო ფეხზე იდგა, ცოცხალი, განვითარებული", - განმარტა მან