რაღაც შეთითხნილია, რაღაცას მაიმუნობენ, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამტრედიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული კადრები.
"ეს არის სიცრუე. ჩემს ძმისშვილის, ჩვენი გუნდის წევრს თუ ახლობელს მსგავი რომ განეხორციელებინა, ეს ცენტრიდან უნდა წამოსულიყო. მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ამათი მოგონილია და ამის უკვე არავის სჯერა. ეს სიცრუე ისევ უკან დაუბრუნდებათ და ხალხის აღშფოთებას გამოიწვევს", - განაცხადა ივანიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების, მათ შორის, პოლიციის მოსყიდვის მცდელობის ფაქტების სესახებ ვიდეომასალა გაავრცელა.