გიბრალტარის სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გაამართლა. ამის შესახებ, დღეს სასტუმრო "თბილისი-მარიოთში" გამართულ პრესკონფერენციაზე, ბადრი პატარკაციშვილის დამ, ნანა პატარკაციშვილმა და ადვოკატმა, ლაშა ბირკაიამ ისაუბრეს.
მათი განცხადებით, სასამართლო პროცესი - ჯოზეფ ქეი, პატარაკციშვილის ოჯახის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
"ჯოზეფ ქეის სურდა, პატარკაციშვილის ქონებას დაუფლებოდა, თუმცა თამაში, რომელსაც ქეი ბინძურად თამაშობდა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა. მოსამართლემ ქეის მატყუარაც კი უწოდა. საზოგადოებას მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის და ვაცხადებ, სამართლიანობისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ", -განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ქეის ჩამოერთვა ყოველგვარი უფლება განახორციელოს რაიმე სახის იურიდიული საქმიანიბა სადაო აქტივებთან დაკავშირებით. მანვე უნდა დაფაროს ოჯახის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები.