საქართველოს 2009 წლის ნაერთი ბიუჯეტი 100 %-ით შესრულდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სრული შემოსულობების (ვალდებულებების ზრდის გარეშე) საპროგნოზო მაჩვენებელი 5 719.5 მლნ ლარით განისაზღვრა, საიდანაც 5 720.9 მლნ ლარი იქნა მობილიზებული, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100%.
შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 265.7 მლნ ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 264.5 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100%.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 348.8 მლნ ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 4 388.9 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%, მათ შორის: _ საგადასახადო ორგანოების საგადასახადო შემოსავლის სახით - 2 788.4 მლნ ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის (2 757.4 მლნ ლარი) 101%. საბაჟო ორგანოების საგადასახადო შემოსავლის სახით - 1 600.5 მლნ ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის (1 591.4 მლნ ლარი) 101%.
ნაერთ ბიუჯეტში სახეების მიხედვით ცალკეული გადასახადების მობილიზაციის მდგომარეობა შემდეგია:
საშემოსავლო გადასახადის სახით მობილიზებულია 1 118.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1 114.3 მლნ ლარი) 100%-ია. მოგების გადასახადის სახით მობილიზებულია 517.7 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (520.6 მლნ ლარი) 99%-ია.
დამატებული ღირებულების გადასახადის სახით მობილიზებულია 2 051.7 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (2 034.3 მლნ ლარი) 101% -ია, მათ შორის:
_ საგადასახადო ორგანოების ხაზით - 825.3 მლნ ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის (819.4 მლნ ლარი) 101%;
_ საბაჟო ორგანოების ხაზით - 1 226.4 მლნ ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის (1 214.9 მლნ ლარი) 101%.
აქციზის სახით მობილიზებულია 443.2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (446.4 მლნ ლარი) 99%-ია, მათ შორის: საგადასახადო ორგანოების ხაზით - 114.3 მლნ ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის (113.3 მლნ ლარი) 101%; საბაჟო ორგანოების ხაზით - 328.96 მლნ ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის (333.1 მლნ ლარი) 99%.
საბაჟო გადასახადის სახით მობილიზებულია 35.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (35.0 მლნ ლარი) 103%-ია.
ქონების გადასახადის სახით მობილიზებულია 160.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (143.0 მლნ ლარი) 112%-ია.
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 453.8 მლნ ლარით, მობილიზებულ იქნა 487.1 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107%.
არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მობილიზებულ იქნა 211.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (214.4 მლნ. ლარი) 99%-ია.
ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მობილიზებულ იქნა 244.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (239.4 მლნ. ლარი) 102%-ია.