"ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა ფინანსთა სამინისტროს შენობასთან მჯდომარე საპროტესტო აქცია დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ხალხის პარტიიდან" აცნობეს, დავითაშვილმა აქციის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას ფინანსთა სამინისტროში საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ რამდენიმე ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება არ შეატანინეს.
მჯდომარე აქცია დავითაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად დაიწყო და მის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ რამდენიმე ცვლილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, მოვაჭრემ ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები უნდა დარიცხოს.