ლეიბორისტული პარტია მოსახლეობას მოუწოდებს არ ისარგებლოს საქართველოში მოქმედი საწვავის შემომტანი კომაპანიების მომსახურებით. ამ მოწოდებით, დღეს ვახუშტის ხიდთან მდებარე "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურთან, ლეიბორისტებმა აქცია გამართეს.
ლეიბორისტული პარტია მოსახლეობისგან რამდენიმე უცხოური კომპანიის ბოიკოტირებას ითხოვს. ესენია: "სოკარი"; "ვისოლი"; "ლუკოილი" და "რომპეტროლი".
ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ჯიბლაძემ ზემოთჩამოთვლილ კომაპანიებს "სააკ-ოილები" უწოდა.
"მოვუწოდებ მოსახლეობას, არ ისარგებლოს სააკაშვილის და მისი გარემოცვის პირად საკუთრებაში მყოფი კომპანიების მომსახურებით. მაშინ, როცა მსოფლიოში გაზისა და ნავთობის ფასი ეცემა აქ პირიქით იმატებს" - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ