გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რაც ადასტურებს რომ ამ საქმეში მთავარ როლს დაკვეთის შემსრულებელი ვლადიმერ ბედუკაძე ასრულებს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ საზიზღარ ქმედებებში და თვითონვე იღებდა ფირზე. ის 2 მილიონი დოლარით მოისყიდეს ამ ყველაფრის განხორციელების სანაცვლოდ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გორში სტუმრობისას.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში საზოგადოება იხილავს რა ხდებოდა სკანდალური კადრების მოპოვების მიღმა.
"არაფერი დაიმალება. სულ რამდენიმე დღეში საზოგადოება გაიგებს და მიხვდება ამ ყველაფრის განხორციელების მიზანს და არსს, - აღნიშნა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები