მიმდინარე წლის გაზაფხულზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების უნივერსიტეტების ასოციაციის სხდომა გაიმართება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის რექტორი ტაიმურაზ კოკოევი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტების ასოციაციის ბოლო სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც იანვარში მოსკოვში გაიმართა. კოკოევის თქმით, ასოციაციის წევრები 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რეგულარულად ეხმარებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტს.
"მათ რათქმაუნდა იციან ჩვენი პრობლემები, მათ იციან, რომ უნივერსიტეტი დამწვარია და ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია. ამიტომაც ჩვენი სტიმულირებისათვის მათ გადაწყვიტეს უნივერსიტეტების ასოციაციის მორიგი სხდომა ჩვენთან სამხრეთ ოსეთში ჩაეტარებინათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებისათვის",_ აცხადებს კოკოევი.
აღსანიშნავია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების უნივერსიტეტების ასოციაციის წევრები არიან: აფხაზეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტები.