"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მშობიარეთა დახმარებას თხოვენ და ითხოვენ, რომ იაფი დაზღვევის პაკეტში მშობიარობის დაფინანსებაც იქნას გათვალისწინებული. ეს მოთხოვნა "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
როგორც მან აღნიშნა, "მშობიარობა დღეს ძალიან ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებაა. ოჯახებს კი განსაკუთრებით რეგიონებში უკიდურესად უჭირთ საეჭირო თანხის Eგროვება".
მისი თქმით ამას ემატება ის, რომ დღეს არ არსებობს დედების ფინანსური დახმარების არც ერთი სახელმწიფო პროგრამა და არ არსებობს ახალგაზრდა ოჯახების სახელმწიფო მხარდაჭერის არანაირი მექანიზმი.
"ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, მთავრობამ შეცვალოს საზოგადოებისათვის შეთავაზებული იაფი დაზღვევის პროექტი. შეიმუშაოს დაზღვევის ახალი მოდელი, რომელშიც სახელმწიფო გახდება მშობიარობის დაფინანსების თანამონაწილე.
"ეს ინიციატივა ერთი მხრივ, იქნება დიდი შეღავათი ახალგაზრდა და ხელმოკლე ოჯახებისათვის და ამავდროულად შეასრულებს იაფი დაზღვევის წარუმატებელი პროექტის პოპულატრიზაციის ფუნქციასაც", - აცახდებს ანიკაშვილი და განმარტავს, რომ თუ იაფი დაზღვევის პაკეტში გათვალისწინებული იქნება მშობიარობის დაფინანსებაც ამ პროგრამაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება.
აღსანიშნავია რომ ანიკაშვილი აქცეტს აკეთებს ამ იდეისადმი საზოგადეობის მხარდაჭერაზე და ხელისუფელბას სთხოვს მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყონ.
გარდა ამისა, ანიკაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ იაფი დაზღვევის პროგრამისათვის გასულ წელს მთავრობას 20 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი და პროგრამაში ნავარაუდევი იყო 500 ათასი ადამიანის მონაწილეობა. დღევანდლი მონაცემებით კი მხოლოდ 120 ათსი ადამიანია დაზღვეული, რომლის დასაფინანსებლად 5 მილიონი ლარია საჭირო. აღნიშნული საკითხის მოგვარებას კი სწორედ აქედან დაზოგილი თანხით ითხოვს.
"მთავრობამ იაფი დაზღვევის პროგრამაზე დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაზოგა, რაც საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ იაფი დაზღვევის პაკეტში მშობიარობის დაზღვევის კომპონენტიც დაამატონ", - აცახდებს ანიკაშვილი.
სწორედ ამიტომ იგი ხესუფლებას მოუწოდებს დაიწყონ მოლაპარაკება სადაზღვევო კომპანიებთან, რათა აღნიშნული საკითხი იქნას გათვალისწინებული.