"სინათლე და გზები კი არა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა სააკაშვილმა", _ განაცხადა განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე.
მისივე თქმით, ამ რეჟიმის ყოველი მომხრე, თითოეული ადამიანი, ვინც რაიმე გამართლებას უძებნის სააკაშვილს თვითონ იქნება უსასტიკესი დანაშაულის მონაწილე. ამის შემდეგ ვინც ამ ჯალათებს გაამართლებს თვითონ იქნება ჯალათი.
"ახლა ხომ საბოლოოდ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი - დემოკრატიის შუქურა. სააკაშვილი შეშფოთებულია, მაგრამ ის მხოლოდ იმიტომ არის შეშფოთებული, რომ ინფორმაციამ გაჟონა. მან ეს შეცდომად და სისტემის მარცხად მონათლა. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ რაღაც გამორჩათ და შეეშალათ - არაფერიც არ შეეშალათ - ეს ყველაფერი მათი დაგეგმილია, ეს მათი დავადელით ხდებოდა",_ განაცხადა ივანიშვილმა.