,,კადრები, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა ამაზრზენია", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა ვახტანგ ბალავაძემ გლდანის საპყრობილეში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ციხეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რეფორმა განხორციელდა.
მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიები მომხდარს პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად იყენებენ.
,,კადრები, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა ამაზრზენია. ხოლო ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ მომხდარის გამოყენებას პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ამორალურია. ყველა ხელმძღვანელი პირი, რომელიც ასე, თუ ისე მომხდარის შესახებ ინფორმირებული შეიძლებოდა ყოფილიყო გათავისუფლებულია და ამ კუთხითMმომხდარის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა", - განაცხადა ,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვახტანგ ბალავაძემ.