ოსმა სეპარატისტებმა რუსული წარმოების "უაზისა" და "ნივას" ტიპის ავტომობილების შესყიდვას აპირებს. შესაბამისი ხელშეკრულება ცხინვალის რეგიონის კრიმინალურმა რეჟიმმა რუსეთის შესაბამის საწარმოებთან უკვე გააფორმა.
"სამხრეთ ოსეთის სამინისტროებსა და ძალოვან სტრუქტურებს სამსახურებრივად და ოპერატიულობისათვის ეს ავტომობილები ძალიან სჭირდებათ. უკვე ხელმოწერილია "ნივისა" და "უაზის" ტიპის 50 ავტომობილის შესყიდვაზე",_ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის კრიმინალური მთავრობის პრესსამსახური. მათივე ინფორმაციით, ავტომობილების შესყიდვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესყიდვების კომიტეტი ხორციელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში იანვარში შემოყვანილია 15 - "შევროლე ნივას" ტიპის და 35 "უაზის" ტიპის ავტომობილები. ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, ამჯამად განიხილება ასევე ავტოსალონის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გახსნის საკითხი იმის გამო, რომ "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მოთხოვნა მსუბუქ ტრანსპორტზე დაკმაყოფილებულ იქნას".