აშშ-სთვის რუსეთი და ჩინეთი აღარ აღიქმება სამხედრო საფრთხის მთავარ წყაროდ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს შეიარაღებული ძალების უახლოესი 4 წლის განვითარების გეგმაში, რომელიც ფაქტობრივად ქვეყნის თავდაცვის დოქტრინას წარმოადგენს.
დოკუმენტის თანახმად, პენტაგონი მთავარ საფრთხედ საერთაშორისო ტერორისტულ ქსელებს და სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ასევე კიბერტერორიზმს ხედავს. სწორედ ამ მიმართულებს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება უახლოესი 4 წლის განმავლობაში.
თავდაცვის სტრატეგიის 4 წლიანი მიმოხილვა სენატის თავდაცვის კომიტეტს ქვეყნის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა და გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა მაიკლ მალერმა წარუდგინეს.
როგორც ანალიტიკოსები აღინშნავენ, დოკუმენტიდან ჩანს, რომ მასში საუბარია პრინციპულ ცვლილებებზე. თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ ერთდროული ომის წარმოებისთვის ორ სახელმწიფოსთან, ახალ დოკუმენტში სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე არაფერია ნათქვამი.
რობერტ გეიტსის თქმით, წინა კონცეფცია "ორი ომის" ხედვით იგეგმებოდა, რომელიც ტრადიციული მეთოდებით წარიმართება და ის მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო, არ ასახავდა იმ რეალობებს, რომლის წინაშეც ამერიკელი სამხედროები აღმოჩნდენენ.
აღნიშნულის ნაცვლად, წარმოდგენილ დოლკუმენტში ასახულია, რომ აუცილებელია სამხედრო ძალის განვითარება უსაფრთხოების უფრო დიდი სპექტრის გათვალისწინებით. ძირითად მოწინააღმდეგედ წარმოდგენილია რეგიონალური აგრესორები, წინააღმდეგობების მოძრაობები (შეიარაღბეული დაჯგიუფებები), ავღანეთის შეიარაღებული დაჯგუფება "თალიბანი" და ასევე ალ-ქაიდა და მასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები.
ჯარისთვის დაკისრებული ამოცანების სპექტრში პირველად არის ნახსენები კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვადასხვა რეგიონებში.
აშშ-ს სენატში განმარტავენ, რომ "სამხედრო უწყების დოკუმენტში არ არის ტერმინი "პოტენციური მოწინააღმდეგე". ახალი სტრატეგია არ არის დაფუძნებული ჰიპოთეტიკურ ომზე მომავალში, არამედ იმ ომებზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. სამხედრო დოქტრინამ ორ ფრონტზე სრულმასშტაბიანი ომის წარმოების შესახებ თითქმის 25 წელი იარსება და უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი ირანსა და ავღანეთში წარმოებული სამხედრო მოქმედებებისას".
დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა სპეციალური დანიშნულების ძალების გაძლიერებას, ერაყსა და ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში.
ამავდროულად დოკუმენტში რჩება სამხედრო მოქმედებების ტრადიციული წრამოების საკითხებიც.
აშშ-ს სარდლობა, რომელიც დაკავებულია სპეცოპერაციების წარმოებით 2800-ით გაიზრდება.
ახალი დოქტრინა ავალდებულებს ჯარს აწარმოოს ერთობლივი მუშაობა სამოქალაქო სამთავრობო სამსახურებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.