საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო" სეპარატისტულ აფხაზეთში პროექტების რეალიზაციას გააგრძელებს, კერძოდ, გაგრძელდება სახლების მშენებლობა და სკოლები რემონტი. ეს განცხადება ორგანიზაციის ახალმა კოორდინატორმა კავკასიის საკითხებში პეტრ კოსტოგრიზმა სეპარატისრული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო"-ს წარმომადგენლებმა სეპარატიტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრაზე ორგანიზაციის 2010 წლის გეგმებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ტყვარჩელის, ოჩამჩირის და გალის რაიონის ბენეფიციარებისათვის სახლების მშენებლობა გაგრძელდება.
"ჰუმანიტარული ორგანიზაცია გეგმავს ასევე აღმოსავლეთ აფხაზეთის ამ რეგიონებში მიმდინარე 85 სახლის სარემონტო სამუშაოებში დახმარებას",_ განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ამას გარდა ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე გეგმავენ მოსახლეობის ხელშეწყობას მცირე სათბური მეურნეობების მოწყობის საკითხში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო" სეპარატისტულ აფხაზეთში უკვე ათ წელზე მეტი ხანია მუშაობს.