"გიორგი ტუღუშის მინისტრად დანიშვნა სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ ყოფილი სახალხო დამცველის სასჯელაღსრულების მინისტრად წარდგენის შესახებ.
,,ყოფილი სახალხო დამცველის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნა არაფერს არ შეცვლის, რადგან მთელი სისტემაა ჩამოშლილია. ამიტომ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და ქვეყანაში არ მოვა ძალა, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას შეუწყობს ხელს, მანამდე მინისტრის თანამდებობაზე ერთეული ადამიანების დანიშვნა არაფერს არ შეცვლის", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი მიმართ საზოგადოებას პრეტენზიები ჰქონდა.
,,სახალხო დამცველთან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სქელკანიან ანგარიშებს აქვეყნებდა მე, როგორც ყოფილ უფლებადამცველს საკმარისი პრეტენზიები მქონდა, რადგან მთელ რიგ შემთხვევაში ისინი ადეკვატურები არ იყვნენ, არ ხდებოდა დროული რეაგირება და პატიმართან მიდიოდნენ მაშინ, როცა დაგვიანებული იყო. ამიტომ მასთან როგორც სახალხო დამცველთან საზოგადოებას პრეტენზიები აქვს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.
მისივე განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს რეალურად ახალაიების კლანი განაგებს.
,,ტუღუშის მინისტრად დანიშვნა არაფერს არ შეცვლის, რადგან სისტემას მართავენ ახალაიები. კალმახელიძის დროსაც ასე იყო და ახლაც ასე იქნება", _ განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წარადგინა
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წარადგინა.